ბათუმში მოღვაწე საქართველის დამსახურებული ექიმების პირადი ნივთების, აჭარის ხარიტონ ახვლედიანის  მუზეუმისთვის საჩუქრად გადაცემის ღონისძიება

9 მარტს, აჭარის ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმში, გაიმართა ბათუმში მოღვაწე საქართველის დამსახურებული ექიმების - პლატონ გიგინეიშვილისა და საქართველოში ოფთალმოლოგიის დარგის ერთ-ერთი დამფუძნებლის-ალექსანდრე შატილოვის პირადი ნივთების, აჭარის ხარიტონ ახვლედიანის  მუზეუმისთვის საჩუქრად გადაცემის ღონისძიება. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ფილმის ჩვენება.პროექტის ავტორია კინომუზეუმის ფონდების კურატორი ოლიკო ჟღენტი.